вторник, 16 марта 2010 г.

ჭადრაკი როგორც ინტელექტუალური თამაში

1. პროექტის სახელი: ჭადრაკი,როგორც ინტელექტუალური თამაში.
2. პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს, რომ ჭადრაკი არის ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი.აქვე მასწავლებელი აკეთებს ქართული ჭადრაკის ისტორიის მოკლე მიმოხილვას და აცნობს ქართველ მოჭადრაკეთა მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს.
მოსწავლეები ინტერნეტის გამოყენებით იღებენ ინფორმაციას ჭადრაკის ისტორიის შესახებ: (რა არის ჭადრაკი; სად გამოიგონეს იგი და რა იყო ჭადრაკის თავდაპირველი სახელწოდება; რამდენი ადამიანი თამაშობს ჭადრაკის პარტიას და ა.შ.) .
3. პროექტის განხორციელების გზები: მასწავლებელი ყოფს ჯგუფებად მოსწავლეებს, რის შემდეგაც იგი ისმენს თითოეული ჯგუფის მიერ ინტერნეტით მოძიებულ ინფორმაციას, შემდეგ იგი უხსნის მოსწავლეებს ჭადრაკის თამაშის სპეციფიკას, თუ რას უწყობს ხელს ჭადრაკი, რა ვლინდდება ჭადრაკის თამაშისას, რა ფერის ფიგურებია ჭადრაკში, რამდენი ფერის კვადრატია ჭადრაკის დაფაზე.
4. მიზნობრივი ჯგუფი: ჭადრაკის თამაშით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები, (ასაკი 9–12 წელი)
5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1. სტრატეგია ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე
2. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.
3. აიხსნას, თუ რამდენ უჯრიანია ჭადრაკის დაფა,
და რამდენი ფერის კვადრატია დაფაზე.
4. ჭადრაკის ფიგურების სახელწოდებების გაცნობა.
5. ჭადრაკის ფიგურების განლაგება დაფაზე.
6.პროექტის მიზანი და შედეგი: მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევა და ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის თამაშის
დაუფლება. ცნობილ მოჭადრაკეთა ბიოგრაფიებისა და მიღწევების გაცნობა, ჭადრაკის სექციაში გაერთიანება, ქსელური თამაშების საშუალებით კომპიუტერული ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეებში აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციის განვითარება, ჭადრაკი,როგორც ინტელექტუალური თამაში.
7. სამუშაო ენა: ქართული
8. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტორია
დამოუკიდებლად საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ–ის საშუალებების გამოყენება.
9. გამოყენებული რესურსი: ჭადრაკი, კომპიუტერი (Wikipedia.org; google.ge ჭადრაკის სათამაშო–street-life.ucoz.com; albion.ucoz.ru)
10. პროექტის ფასილიტატორი: მზია კობრავა
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mziakobrava@gmail.com
12. პროექტის ფორუმი: ტურნირი
13. პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი: www.mziakobrava.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий